-
სერვისის გამოყენებაQIDPro სერვისის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს. სერვისი განკუთვნილია მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის.
-
ანგარიშის პასუხისმგებლობათქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და მასში შეყვანილი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. QIDPro არ აგებს პასუხს ანგარიშზე უკანონო წვდომის ან ინფორმაციის დაკარგვის შემთხვევაში.
-
ინფორმაციის ხარისხი და სიზუსტეთქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ QR კოდში შეყვანილი ინფორმაცია არის სწორი, ზუსტი და განახლებული. QIDPro არ აგებს პასუხს არასწორი ან მოძველებული ინფორმაციის გამო შექმნილი პრობლემებისთვის.
-
კონფიდენციალურობაყველა მონაცემი დაცულია დაშიფვრის თანამედროვე ტექნოლოგიებით. მესამე პირებს წვდომა აქვთ მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომელიც QR კოდის სკანირებისას ხელმისაწვდომი ხდება.
-
ინფორმაციის შეცვლის შეუძლებლობაQR კოდში შეყვანილი ინფორმაციის რედაქტირება შეუძლებელია. ერთხელ შენახული მონაცემები სამუდამოდ ფიქსირდება. დაკორექტირებული ინფორმაციის შეტანა მხოლოდ ახალი QR კოდის შექმნითაა შესაძლებელი.
-
ვადის გასვლასატესტო რეჟიმში შექმნილი QR კოდები მოქმედებენ 12 საათის განმავლობაში. აბონიმენტით შექმნილი კოდები მოქმედებენ არჩეული პერიოდის განმავლობაში (1, 3, 9 ან 12 თვე). ვადაგასული კოდების აღდგენა შეუძლებელია.
-
ელ.ფოსტის ლიმიტიერთი ელ.ფოსტის მისამართით შესაძლებელია მაქსიმუმ 5 QR კოდის შექმნა. ეს ლიმიტი დაწესებულია სისტემის სტაბილურობისა და მომხმარებლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
-
გადახდები და დაბრუნებააბონიმენტის გადახდები არ ექვემდებარება დაბრუნებას. გადახდის შემდეგ QR კოდი მოქმედებს არჩეული პერიოდის განმავლობაში, რისი შეწყვეტაც შეუძლებელია.
-
სერვისის ხელმისაწვდომობაQIDPro უზრუნველყოფს სერვისის ხელმისაწვდომობას 24/7, თუმცა იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან შეზღუდოს სერვისი ტექნიკური სამუშაოების, განახლებების ან უწყვეტი მუშაობისთვის საჭირო ზომების გატარებისას.
-
წესების ცვლილებაQIDPro იტოვებს უფლებას შეიცვალოს ეს წესები და პირობები ნებისმიერ დროს. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია განთავსდება საიტზე. სერვისის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს ცვლილებებთან დათანხმებას.
ბოლო განახლება: 2026 წლის 5 იანვარი
კონტაქტი: [email protected]